თეო ერნანდესი „მილანის“ ფეხბურთელია. „როსონერი“ მასზე დიდ იმედებს ამყარებს. 23 წლის ფრანგი ფეხბურთელიც სასწაულ სეზონს ატარებს და გოლებს-გოლებზე იტანს.
ახლა კი მის მეგობარ გოგონასაც გავეცნოთ. ეს ზოე კრისტოფოლდია, იტალიელი მოდელი, რომელსაც ინსტაგრამზე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. თავად განსაჯეთ – ლამაზმანს თითქმის მილიონი გამომწერი ჰყავს.

თეო ერნანდესმა საფრანგეთი ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა და ალბათ შორს არ არის ის დრო ეროვნულ გუნდშიც რომ დაუძახებენ. არც ის გამოვრიცხოთ, დიდიე დეშამმა ერნანდესი მარტის სანაკრებო მატჩებშიც გამოიძახოს.

ერნანდესი „მილანში“ განსაკუთრებით დიდ პატივს ზლატან იბრაჰიმოვიჩს სცემს. ეს მისი კომენტარიდანაც ჩანს – „ზლატანი მეტად სამართლიანი პიროვნებაა, ფეხბურთელობაზე და მის პროფესიონალიზმზე აღარაფერს ვამბობ. ის მუდამ საჭირო რჩევებით გვამარაგებს და ბიჭებს ხშირად გვამხნევებს“ – ამბობს თეო ერნანდესი.

თეო ერნანდესის მეგობარი გოგონა კი როგორც ჩანს ფეხბურთელის გარდა ტატუზეც მაგარი შეყვარებულია.





