ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მატჩში თბილისის “ლოკომოტივმა” საგურამოს სტადიონზე წყალტუბოს “სამგურალი” მიიღო და კლუბებმა ქულებო გაიყვეს.
მატჩი საკმაოდ დაძაბული და თანაბარი გამოდგა. შეხვედრის 52-ე წუთზე წყალტუბოურმა გუნდმა მშვენიერი კობინაციის შედეგად პაპუნა ფონიავას გოლით ანგარიში გახსნა. მალევე, სოსო ფრუიძის გუნდმა გიორგი თევზაძის გოლით სხვაობა ორამდე გაზარდა.
დედაქალაქური გუნდი ამ ანგარიშს არ შეეგუა და უმალვე გააქტიურდა, შეხვედრის 70-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. შეხვედრის 79-ე წუთზე კი იმრანმა შესანიშნავი ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 25 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგაში მე-5 ადგილზეა, წყალტუბოს “სამგურალი” კი მე-6 ადგილს ინარჩუნებს.
სოსო ფრუიძის გუნდი მომდევნო ეროვნული ლიგის მომდევნო მატჩს სტუმრად ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს, თბილისის “ლოკომოტივი” კი ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება.





