საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა “მილანის” წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.
ესპანური მედია განსაკუთრებულად გამოეხმაურა ქართველი მეკარის მიერ მე-60 წუთზე მოგერიებულ ბურთს.
„ვალენსიას სასტარტოში მთავარი სიახლე გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელიც თავისი „სეივებით“ მატჩის გმირი გახდა. მან დიდებული შეხვედრა ჩაატარა. მე-60 წუთზე მატჩის „სეივი“ შეასრულა, როცა ბრაჰიმ დიასს აუღო“, – წერს გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა მეკარემ 120 წუთის განმავლობაში კარი მშრალად შეინახა. პენალტების სერიაში კი „ღამურებმა“ „როსონერი“ 5:3 დაამარცხეს.





