30 მაისიდან ბულონის ტყეში დიდი საჩოგბურთო ბატალიები დაიწყება. პარიზში, 2021 წლის რიგით მეორე დიდი სლემის გათამაშება აიღებს სტარტს.
„როლან გაროსის“ ორგანიზატორებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გრუნტის მეიჯორი მაყურებლების გარეშე არ ჩაივლის, თუმცა ტრიბუნებზე არც თავისუფალი დაშვება იქნება.
თამაშებზე გულშემატკივრები განსაზღვრული რაოდენობით შევლენ, თუმცა ტურნირის ბოლომდე ასე არ გასტანს.
როლან გაროსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 9 ივნისამდე 3 მთავარ კორტზე ჯამში 1000 მაყურებელს, ხოლო დანარჩენ კორტებზე ტევადობის 35% დაუშვებენ.
რაც შეეხება ტურნირის დასკვნით ნაწილს, ცენტრალურ კორტზე 5 ათასამდე ქომაგს ანუ ტევადობის 65% ექნება შესაძლებლობა თამაშებს დაესწროს.
ვისაც გაუმართლებს ხომ კარგი, ვისაც არა და ბულონის ტყის შემოგარენში და როლან გაროსის კომპლექსის ტერიტორიაზე ატლასით გადაადგილება მოუწევს, რადგან ამა თუ იმ დაპირისპირებას კორტების წინ დამონტაჟებული ეკრანიდან მიადევნოს თვალ-ყურუ.





