თორნიკე შენგელიას ცსკა ევროლიგის 2020/21 წლების სეზონს უტიტულოდ ემშვიდობება. გათამაშების ნახევარფინალში „ეფესთან“ დამარცხების შემდეგ მოსკოველები მესამე ადგილისთვის მატჩში „მილანს“ შეხვდნენ, თუმცა მისი დამარცხება ვერ შეძლეს.
დღევანდელი შეხვედრა მილანელებმა 10 ქულის სხვაობით, 73:83 მოიგეს და შესაბამისად ევროლიგაზე მესამე დაიკავეს, ცსკა კი მეოთხეზე გავიდა.
რაც შეეხება შენგელიას, ქართველი კალათბურთელი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. თოკომ მატჩში 18 ქულა მოაგროვა და ამ მხრივ ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო კალათბურთელი გახდა. ამის გარდა, 29 წლის კალათბურთელმა აქტივში 9 მოხსნა, 3 ასისტი და ამდენივე ჩაჭრა ჩაიწერა, თუმცა მისი მონაგარი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.




