პორტუგალიის ნაკრების 29 წლის ფეხბურთელი, სერხიო ოლივეირა კარიერას “რომაში” გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიური გუნდი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
რომაულმა გუნდმა “პორტუს” გამოცდილ ნახევარმცველის 6 თვიან იჯარაში 1 მილიონი ევრო გადაუხადა. ჟოზე მოურინიოს გუნდს სეზონის ბოლოს ფეხბურთელის 13 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.
პორტუგალიელი ფეხბურთელი ახალ გუნდში 27-ნომრიან მაისურს მოირგებს.
სერხიო ოლივეირა “პორტუს” ღირსებას 2015 წლიდან იცავდა. გამოცდილმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად 2 პორტუგალიის ჩემპიონატი, 2 პორტუგალიის თასი და 2 პორტუგალიის სუპერთასი მოიგო.
გამოცდილმა ნახევარმცველმა პორტუგალიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 174 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა.
🐺 𝐃𝐄𝐀𝐋 🤝 𝑪𝑶𝑴𝑷𝑳𝑬𝑻𝑬 🐺
🇵🇹 Sergio Oliveira 🇵🇹
👋 Welcome to the Giallorossi! 🇮🇹We are proud to support the work @ICMEC_official and its affiliates do every day, searching for missing children around the world.
Information & awareness can reunite families. ❤️ pic.twitter.com/PEMiz1v6GY
— AS Roma English (@ASRomaEN) January 12, 2022





