იტალიური „რომადან“ ახლახანს დათხოვნილი პაულუ ფონსეკა ალბათ უსაქმოდ დიდხანს არ დარჩება. პორტუგალიელი სპეციალისტი შესაძლოა ლონდონის „ტოტენჰემში“ დაინიშნოს.
როგორც რამდენიმე გავლენიანი უცხოური გამოცემა იუწყება, 48 წლის მწვრთნელს ლონდონური გუნდის ბოსები უკვე დაუკავშირდნენ და სამსახური შესთავაზეს.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია თითქოს „ტოტენჰემში“ ანტონიო კონტე მიდიოდა, რომელმაც იტალიაში „ინტერი“ კი გააჩემპიონა, თუმცა „ნერაძური“ მაინც დატოვა. იტალიელი მწვრთნელის ლონდონურ გუნდში გადაბარგება ამ ეტაპზე გამოირიცხა.
შეგახსენებთ, პაულუ ფონსეკა რომაულ გუნდში თანამემამულე ჟოზე მოურინიომ ჩაანაცვლა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა „რომასთან“ 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.





