პორტუგალიის ნაკრების 33 წლის მეკარე რუი პატრისიო “ვულვზიდან” კარიერას “რომაში” განაგრძობს. იტალიურმა კლუბმა ტრანსფერი რამოდენიმე საათის წინ ოფიციალურად დაადასტურა. ის ჟოზე მოურინიოს გუნდში 1 ნორმიან მაისურს მოირგებს.
გავრცელებული ინფრომაციით რომაული კლუბი ინგლისურ გუნდს 33 წლის ფეხბურთელში 12 მილიონ ევროს გადაუხდის.
აღსანიშნავია, რომ გამოცდილი მეკარის ტრანსფერი ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენი იქნება.
ცნობისთვის, პატრისიო 2018 წლიდან “ვულვზში” გამოდიოდა და ამ გუნდის მაისურით 112 მატჩი ჩაატარა.





