პორტუგალიელი ფეხბურთელი ფრანცისკო ტრინკაო კატალონიის “ბარსელონადან” კარიერას “ვულვზში” გააგრძელებს.
კონტრაქტის თანახმად ტრინკაო ინგლისურ კლუბში 2022 წლის ზაფხულამდე საიჯარო ხელშეკრულებით ითამაშებს და ინგლისურ კლუბს მისი ხელფასის გადახდა მოუწევს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მათ ასევე ფეხბურთელის შეძენა 30 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
ცნობისთვის, 22 წლის შემტევმა გასულ სეზონში “ბლაუგრანას” მაისურით 28 მატჩი ჩაატარა 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.





