23 წლის ბრიტანელი ფეხბურთელი ტანი აბრაჰამი 2-წლიანი იჯარით რომაში ითამაშებს.
იტალიელებს ახალგაზრდა ფეხბურთელის ყიდვა 40 მილიონი ევრო დაუჯდათ. ჩელსის 2023 წელს აბრაჰამის 80 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.
ინგლისელი ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოს გუნდში 9 ნომრიან მაისურს მოირგებს.
ბრიტანელი წინახაზელი ლურჯების მთავარ გუნდში 2016 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმავლობაში 82 შეხვედრა ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა. აბრაჰამმა არისტოკრატებთან ერთად 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.
🎙️ La prima intervista di @tammyabraham in giallorosso
📺▶️ https://t.co/alFaRpA9Co#ASRoma pic.twitter.com/Kdq49lwjiT
— AS Roma (@OfficialASRoma) August 17, 2021





