ბელგიის თასის 2021/22 წლების გათამაშების ფინალურ საკვალიფიკაციო რაუნდში “სერენმა” სტუმრად ქართველი ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ჰეთ თრიკით 3:0 დაამარცხა ლოკერენი და ბელგიის თასის 1/16-ფინალში გავიდა.
მიქაუტაძემ ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა, მარიუსის კომბინაცია 20 წლის ფორვარდმა დაასრულა.
მეორე გოლი 54-ე წუთზე გაიტანა. ბურთი ცენტრში მიიღო და მეტოქის კარისკენ დაიძრა, ორი მცველი მოატყუა და მეკარეც ადვილად გააბითურა.
გიორგიმ 88-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე “მეცმა” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კვლავ 1-წლიანი იჯარით გაუშვა ბელგიურ “სერენში”, რომელიც ახლა ჟუპილერ ლიგაში თამაშობს.





