ტოკიოს ოლიმპიადაზე მეხუთე საასპარეზო დღე თითქმის ამოიწურა.
საქართველოს ნაკრებს დღეს კიდევ ერთი მედალი მოუპოვა ლაშა ბექაურმა. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა 90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.
ამრიგად, ხუთი დღის შემდეგ ქართულ დელეგაციას უკვე 2 ვერცხლის და 1 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული და ამ მაჩვენებლით საერთო ჩათვლაში მე-19 ადგილზე იმყოფება.
საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე იაპონიის ნაკრებია, რომლის წარმომადგენლებმაც ჯამში 12 ოქროს მედალი მოიპოვეს. მეორე და მესამე ადგილებზე კი ჩინეთი და აშშ არიან, 11 და 10 მოპოვებული ოქროს მედლებით.





