აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 5-7 ნოემბერ ძიუდოს გრან სლემი გაიმართება. აღნიშნულ ტურნირზე 10 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.
ქართველი ძიუდოისტების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
60 კგ: ჯაბა პაპინაშვილი
66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ: ჯუმბერ მელაძე
81 კგ: თორნიკე ფოლადაშვილი, გიგა გიგაური
90 კგ: ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი
100 კგ: ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე
აღსანიშნავია, რომ დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ ბაგრატ ნინიაშვილი და ბექა ღვინიაშვილი პირველად იასპარეზებენ. ასევე, ოლიმპიადის შემდეგ ვაჟა მარგველაშვილი პირველ ტურნირს ჩაატარებს.
პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელს ჯაბა პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) დაიცავენ.
წინასწარი შეხვედრები 12:00-ზე შედგება, ფინალური ბლოკი კი 17:00-ზე დაიწყება.





