საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ვაჟამ პირველ წრეში დაისვენა, 1/8 ფინალში ანგოლელ მეტოქეს სძლია, 1/4 ფინალში ისლაჰ რამირეზს მოუგო, ნახევარფინალში მონღოლ იოდონპედერლნეისთან დამარცხა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი დაიკი ბოუბა დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ჯაბა პაპინაშვილმა აზერბაიჯანელი ჰუსეინოვის დამარცხებით საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუპოვა.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ფინალშია, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის მეტოქე ჰაშიმოტო სოიჩი იქნება.
ცნობისთვის, ვაჟა მარგველაშვილმა კარიერაში IJF-ის მსოფლიო ტურზე მე-18 მედალი მოიპოვა.







