საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილი ნახევარფინალში გავიდა.
ტატომ ნახევარფინალამდე ორი მეტოქე დაამარცხა, ახალგაზრდა სპორტსმენმა 1/8 ფინალში მასპინძელი გნამიენს სძლია, 1/4 ფინალში კი კანადელ მეტოქეს მოუგო.
ტატოს მსგავსად, ბექა ღვინიაშვილიც ნახევარფინალშია.
სამწუხაროდ, ლუკა მაისურაძე ასპარეზობას მალევე გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლით საქართველოს ნაკრების საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილზე იმყოფება.
ტატო გრიგალაშვილის მეტოქე ნახევარფინალში ბელგიელი სამი ჩოუჩი იქნება.





