მსოფლიოს ძიუდოს ფედერაციამ პარიზის გრანდ სლემის შემდეგ რეიტინგი განაახლა.
ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ტურნირზე დიდ წარმატებას მიაღწიეს.
ბუნებრივია, ქართველი სპორტსმენები IJF-ის რეიტინგში დაწინაურდნენ.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა მატიას კასეს გადაუსწრო და პირველ ადგილს დაუბრუნდა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯაბა პაპინაშვილი რეიტინგში 8 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად მე-19 ადგილს იკავებს.
ლაშა შავდათუაშვილი 73 კილოგრამ წონით კატეგორიის კვლავინდებურად ლიდერობს, მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს 6215 ქულა აქვს.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა წარმატებული გამოსვლის შემდეგ რეიტინგში მე-4 ადგილი შეინარჩუნა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილი კი 1 პოზიციით დაწინაურდა და მე-9 ადგილს იკავებს.
IJF-ის მომდევნო შეჯიბრი თელ-ავივის გრანდ სლემი იქნება, აღნიშნულ ტურნირზე 15 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.





