28 მარტს დიდი ფეხბურთია. საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს – ესპანეთის ნაკრების გაეჯიბრება.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურს ესპანელები არც თუ ისე კარგ ხასიათზე ხვდებიან. ლუის ენრიკეს შეგირდებმა პირველ მატჩში შინაურ კედლებში საბერძნეთის ნაკრები ვერ დაამარცხეს და ფრეს 1:1 ითამაშეს.
ამიტომაც, შეიძლევა ითქვას, რომ ესპანეთის ნაკრები თბილისში 3 ქულაზე დაგეშილი ჩამოვიდა. ლუის ენრიკეს გუნდი საქართველოს დედაქალაქში 26 მარტს ღამით ჩამოფრინდა.
„„სალამი თბილისო. ესპანეთის ნაკრები საქართველოს დედაქალაქში ჩაფრინდა, სადაც კვირას ადგილობრივ ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება“ – ასე გამოეხმაურა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია თბილისში ჩამოსვლას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის თამაში, საქართველოსა და ესპანეთს შორის 28 მარტს 20 საათზე დაიწყება. მატჩს 15 ათასამდე გულშემატკივარიც დაესწრება.





