თურქეთის სუპერ ლიგის მე-12 ტურში ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელების გუნდები დაუპირისპირდნენ.
საბა ლობჟანიძის ანგარაგუჯუმ საკუთარ მოედანზე ქონიასპორს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.
საბა ლობჟნიძემ მეტოქესთან სუპერმატჩი ჩაატარა. მან მეტოქეს ერთი გოლი გაუტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. ანკარაგუჯუმ ანგარიში მე-15 წუთზე სწორედ ქართველი ფეხბურთელის გოლით გახსნა.
78-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 2:3 იგებდნენ, ლობჟანიძემ თავის თანაგუნდელს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რის შემდეგაც ანკარაგუჯუმ ანგარიში გაათანაბდა.
საბა არც ამის შემდეგ გაჩერებულა და დარჩენილ დროში, მეტოქის საჯარიმოში 11-მეტრიანიც მოიპოვა. ქართველის მიერ მოპოვებული პენალტი გურალმა ზუსტად შეასრულა, რის შედეგადაც ანკარაგუჯუმ შეხვედრა 4:3 მოიგო.
რაც შეეხება ლევან შენგელიას, ის მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა მისმა შემოსვლამ ქონიასპორს ვერ უშველა.







