გიული მანჯგალაძემ “დინამო ბათუმი” დატოვა. მან აჭარულ კლუბში 3 სეზონი ითამაშა და ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. ის მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და კლუბიდან მოგებული ტიტულის შემდეგ წავიდა.
მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებდა, მაგრამ სათამაშო დროის ნაკლებობის გამო, აჭარული გუნდის დატოვება გადაწყვიტა. მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
გიული მანჯგალაძე “დინამო ბათუმში” 2019 წლის იანვრიდან თამაშობდა და 87 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
29 წლის ფეხბურთელს სხვადასხვა დროს უთამაშია: უკრაინული “პოლტავას”, საჩხერის “ჩიხურას”, ბოლნისის “სიონის”, “სამტრედიას”, აზერბაიჯანული “კაპაზისა” და ლატვიური “ვენტსპილსის” შემადგენლობაში.





