ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის შესახებ, ყაზანის “რუბინის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რომან შარონოვმა ისაუბრა.
„წავიკითხე, რომ ხვიჩას არ ვათამაშებდი, მაგრამ მასთან ინდივიდუალურად ბევრს ვმუშაობდი უკეთესი რომ გამხდარიყო. გუნდში ვიყავი და არსებულ ვითარებას ვხედავდი. საზოგადოებისთვის გაუგებარი იყო, რატომ არ შემოდიოდა მოედანზე ასეთი გამორჩეული ფეხბურთელი, მე კი ეს ნორმალურად მიმაჩნდა, მაგრამ ხვიჩას პირველივე დღეებიდან ვუთხარი, რომ მას შეუძლია ტოპ-კლუბში თამაში შეეძლო და დიდი პოტენციალი ჰქონდა.
სრულიად განსხვავებული მიდგომა მქონდა თითოეული მოთამაშის მიმართ, მათ შორის ხვიჩასთან. ის „რუბინში“ ზურიკო დავითაშვილთან ერთად მოვიდა. ზურიკო უფრო დახვეწილია, მას უკეთ ესმის ფეხბურთი. ხვიჩა კი ფიზიკურად უფრო ძლიერია, მისი ძირითადი თვისებები თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც დიდ სივრცეებს იღებს, ამიტომ ის სლუცკის ფეხბურთში ძალიან სასარგებლოა. ორივეს ვუთხარი, რომ სხვებზე მეტი პოტენციალი ჰქონდათ და ტოპ-დონეზე თამაშიც შეეძლოთ”,- ამბობს შარონოვი.





