„ბარსელონამ“ „ატლეტიკოსთან“ ჩამორჩენა 7 ქულამდე შეარჩინა. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ბლაუგრანამ ლა-ლიგის მორიგ ტურში „ბეტისს“ დაძაბულ თრილერში სტუმრად 3:2 სძლია.
კატალონიური გრანდის რიგებში თავი ლიონელ მესიმ და ტრინკაომ გამოიჩინეს, ხოლო ერთი გოლი ავტოგოლის შედეგად გავიდა.
მატჩის შემდეგ საკუთარი პოზიცია რონალდ კუმანმა დააფიქსირა. „ბარსელონას“ დამრიგებელმა ხაზი მძიმერ ბრძოლაში მოგებას და ხასიათის სიმტკიცეს გაუსვა.
„დაძაბული მატჩი გამოდგა. მარტივ დაპირისპირებას არც ველოდით. ბეტისი ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე.
გადავწყვიტეთ ამ მატჩში როტაციისთვის მიგვემართა. ამიტომ, რიგი ფეხბურთელებისა დავასვენეთ. ამის ფონზე კიდევ უფრო გამოჩნდა ჩვენი ხასიათის სიმტკიცე. ეს გამარჯვება ხასიათის სიმტკიცის დამსახურებაა.
მესიზე ბევრი რა უნდა ვთქვა? ის ბარსელონას მთავარი გამწევი ძალაა. ასე იყო ყოველთვის. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რომელმაც საჩემპიონო რბოლაში დაგვტოვა“ – აღნიშნა რონალდ კუმანმა.





