ბათუმის “დინამოს” ყველა პოზიციაზე საკმაოდ გამოცდილი და პერსპექტიული ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა ცენტრალური დაცვის გაძლიერება აჭარული კლუბისთვის ნამდვილად კარგი იქნებოდა, რაც ბელგრადის “პარტიზანთან” მატჩიც აშკარად გამოჩნდა. გუნდი დაცვის რგოლში სუსტად გამოიყურება, განსაკუთრებით, კრიტიკას კი ოლექსანდრ აზაცკი იწვევს, რომელმაც წინა მატჩში უამრავი უპატიებელი შეცდომა დაუშვა.
ბათუმის “დინამომ” ახალი სეზონისთვის – რეხვიაშვილი და ქაფიანიძე დაიმატა, მაგრამ გამოცდილი და კვალიფიციური ლეგიონერი, ზაფხულში ჩემპიონთა ლიგაზე გამოსასვლელად უცილებლად სჭირდება კლუბს.








