ევროლიგის მე-3 ტურის მატჩში, არმიელებმა თანამემამულე კლუბს, სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლეს, თორნიკე შენგელია კი 33 ქულით მატჩის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გახდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, თოკომ საკუთარი თამაში შეაფასა:
„უპირველესად, გახარებული ვარ, რადგან ეს თამაში მოვიგეთ. რომ არ მოგვეგო, ციფრებს და შედეგებს არაფერი ძალა არ ექნებოდა. ამიტომაც მე გახარებული ვარ ჩემი გუნდის შედეგით. გულწრფელად ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით. ვფიქრობ, ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. შეტევაში ბურთს კარგად ვათამაშებდით, დაცვაში კი რამდენიმე წუთით გვქონდა ჩავარდნა, მაგრამ ყველაფერი გამოვასწორეთ. ჩვენ არ დავნებდით და მადლობა ღმერთს, გამარჯვებას მივაღწიეთ. თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ ზენიტი ის გუნდია, რომელიც სტუმრად კარგად თამაშობს და ვიცოდით, რომ ისინი ბრძოლას გაგვიმართავდნენ. ზენიტს განსაკუთრებით კარგი მსროლელები ჰყავთ და მათგან ნებისმიერ დროს დიდ საფრთხეს უნდა ელოდო. ჩვენ კარგად მივდიეთ დასახულ ამოცანას და ამის წყალობით გავიმარჯვეთ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.
სამი ტურის შემდეგ ცსკა-ს ორი მოგება აქვს. თორნიკე შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს სერბული „ცრვენა ზვეზდას“ წინააღმდეგ შინ გამართავს.
საუკეთესო მატჩი ცსკა-ში! – შენგელიამ ევროლიგაზე გაიბრწყინა | VIDEO







