რეკლამა
Primesport.ge
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
No Result
View All Result
Primesport.ge
No Result
View All Result

რაგბის კავშირს სწორი მენეჯმენტი სჭირდება, ამ ეტაპზე სოსო საუკეთესო არჩევანია – ლევან ღვაბერიძე

12:42 2021/03/01
0 0
201
SHARES
1.1k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

რაგბის კავშირის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ვეტერანი მორაგბე, ლევან ღვაბერიძე ეხმაურება. ვეტერანი სპორტსმენი მწუხარებას გამოთქვამს არსებული მდგომარეობის გამო და იმედოვნებს, რომ ქართულ რაგბში არსებული დაპირისპირება მალე აღმოიფხვრება.

„რაგბში არსებული დღევანდელი მდგომარეობა ძალიან გულდასაწყვეტია და მიუღებელია ის განწყობა და ურთიერთობის ფორმები, რაც ბოლო დროს ჩამოყალიბდა. ეს არ არის დაპირისპირება, უბრალოდ მხარეები სხვადასხვაგვარად ხედავენ განვითარების გზებს და რაც მალე გამთლიანდება ეს მცირედი ბზარი, მით უკეთესი იქნება რაგბის წინსვლისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ სწორად დაინახოს რეალობა“, – აცხადებს ლევან ღვაბერიძე.

როგორც ღვაბერიძე ამბობს, ის კარგად იცნობს ორივე მხარეს, როგორც ირაკლი აბუსერიძეს, ისე სოსო ტყემალაძეს. თუმცა მიიჩნევს, რომ დღეს ქართული რაგბისთვის საუკეთესო არჩევანი სოსო ტყემალაძე იქნება.

„მე ირაკლი აბუსერიძესაც და სოსო ტყემალაძესაც ძალიან კარგად ვიცნობ. ირაკლის, როგორც სპორტსმენს, ქართული რაგბისთვის ძალიან ბევრი კარგი აქვს ნაკეთები და ეს დასაფასებელია. ამავდროულად, სოსოს 25 წელია ვიცნობ, ის ჩვენი დიდი გულშემატკივარია და რაგბი ძალიან კარგად ესმის. მისი მენეჯერული თვისებები ირაკლისას ბევრად აღემატება და პრიორიტეტს ამიტომაც ვანიჭებ. რაგბის კავშირს სწორი მენეჯმენტი სჭირდება და მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე სოსო საუკეთესო არჩევანია. ერთია მოედანი და მეორე მართვა, რასაც გამოცდილება, ცოდნა და რესურსი სჭირდება“, – განმარტავს ღვაბერიძე.

ვეტერან მორაგბეს მაგალითად ევროპული გამოცდილება მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა ტოპ-კლუბებს სათავეში ისეთი ადამიანები ჩაუდგნენ, რომლებსაც რაგბი არ ჰქონდათ ნათამაშები, თუმცა მათმა მენეჯერულმა უნარჩვევებმა აღნიშნული კლუბები უმაღლეს საფეხურზე აიყვანეს.

„საერთაშორისო რაგბში წარმატებული მენეჯმენტის ბევრი მაგალითი არსებობს. ფრანგული კლუბების 80%-ს გამოცდილი მენეჯერები მართავენ, რომლებიც მორაგბეები არასდროს ყოფილან – „სტად ფრანსე“, „რასინგი“, „ლიონი“, „მონპელიე“, „ტულონი“…  ყველამ იცის „ტულონის“ ყოფილი პრეზიდენტი მურად ბუჯელალი, რომელმაც გუნდი სულ სხვა სიმაღლეებზე აიყვანა და ბევრად უფრო ძლიერი გახადა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ბუჯელალის პერიოდში „ტულონი“ ერთადერთი კლუბი იყო საფრანგეთში, რომელიც წლის ბოლოს ფინანსურ მოგებაში გადიოდა. მისი წასვლის შემდეგ, კლუბის დღევანდელ პრეზიდენტ ბერნარდ ლემეტღისაც არასდროს უთამაშია რაგბი.

ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია. ეს ადამიანები იმიტომ ჩაუდგნენ კლუბებს სათავეში, რომ რაგბის მიმართ დიდი სიყვარული და მართვის საუკეთესო უნარები აქვთ. მოედ ალტრადმა არა მხოლოდ „მონპელიეში“, არამედ ზოგადად რაგბში ძალიან დიდი ფული დააბანდა და ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია, თუმცა რაგბი არც მას უთამაშია. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება და ამ საკითხს სწორი კუთხით უნდა შევხედოთ. მართველ ჯგუფში, გამგეობაში, აუცილებლად უნდა იყვნენ ყოფილი მორაგბეები, თუმცა სულაც არაა აუცილებელი მენეჯმენტის სათავეში ვეტერანი მორაგბე იყოს. პირიქით, პროფესიონალი მენეჯერის გვერდით ყველა უნდა გაერთიანდეს, ვისაც რაგბი უყვარს და ერთად უნდა გავუძღვეთ ჩვენს საყვარელ საქმეს“, – ამბობს ლევან ღვაბერიძე.

ვეტერანი სპორტსმენი სხვადასხვა წლების განმავლობაში საფრანგეთის ტოპ 14-ში თამაშობდა, იცავდა საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების ღირსებას, 2009 წლიდან კი სპორტული აგენტის საქმიანობას ეწევა. ამავდროულად, ლევან ღვაბერიძე 2018 წლიდან ევროპაში საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენელია.

შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს გამართულ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, თუმცა საჯარო რეესტრმა ვეტერან მორაგბეს პრეზიდენტად რეგისტრაცია შეუჩერა. მიზეზად დარღვევებით ჩატარებული ყრილობა დასახელდა.

რაგბის კავშირის გამგეობამ ხელახალი არჩევნები 24 თებერვალს დანიშნა და კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ერთადერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა. აღნიშნული სხდომა საკმარისი კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა, რის გამოც, გამგეობას ხელახალი არჩევნების დანიშვნა 10-დან 30 დღის ვადაში მოუწევს.

თეგები ირაკლი აბუსერიძელევან ღვაბერიძერაგბის კავშირისოსო ტყემალაძე
ირაკლი გოგვაძე

ირაკლი გოგვაძე

დაკავშირებული სიახლეები

რაგბი

რაგბის კავშირსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა | VIDEO

3 დეკემბერი, 2021 14:31
რაგბი

Rugby World Georgia – საქართველოში გამოვა

9 ნოემბერი, 2021 18:54
რაგბი

ახალი სარაგბო ინფრასტრუქტურა რუსთავში

29 სექტემბერი, 2021 12:38
რაგბი

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ვალდებულნი ვართ საქმე გამჭვირვალედ წარვმართოთ – დავით კაჭარავა

22 სექტემბერი, 2021 13:52

პოპულარული

  • მინდა, რომ ქართულ ფეხბურთში ჩემი სახელი დავტოვო და მთელმა ქვეყანამ იამაყოს – ინტერვიუ ალავესის ფეხბურთელ გიორგი გაგუასთან

    270 გაზიარებები
    გაზიარება 108 Tweet 68
  • ნეიმარი: მომავალ წელს ეს უნდა მოხდეს

    147 გაზიარებები
    გაზიარება 59 Tweet 37
  • უწყლო გამარჯვება – საქართველოს კორონავირუსმა მოაგებინა

    169 გაზიარებები
    გაზიარება 68 Tweet 42
  • ქვიშის ფეხბურთში ბათუმის დინამომ ჩემპიონთა თასი გამარჯვებით დაიწყო

    163 გაზიარებები
    გაზიარება 65 Tweet 41
  • რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ციციპასის დამარცხებით

    297 გაზიარებები
    გაზიარება 119 Tweet 74

რეკომენდირებული

ფეხბურთი

მინდა, რომ ქართულ ფეხბურთში ჩემი სახელი დავტოვო და მთელმა ქვეყანამ იამაყოს – ინტერვიუ ალავესის ფეხბურთელ გიორგი გაგუასთან

8 მარტი, 2022 23:10
რაგბი

ბესიკ ხამაშურიძე: საარჩევნო პროცესი დროზე უნდა დასრულდეს

3 მარტი, 2021 16:46
ჩოგბურთი

რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ციციპასის დამარცხებით

16 ოქტომბერი, 2021 01:11

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - ყველა უფლება დაცულია

12+

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - All rights reserved

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In