ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში “ვალენსიას” სასტარტო შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი ზედიზედ მეორედ ვიხილეთ.
“ღამურები” “ალავესს“ ესტუმრნენ და მინინალური სხვაობით, 2:1 დამარცხდნენ.
გიორგი მამარდაშვილის, დადანაშაულება არცერთ გოლში არ შეიძლება. ქართველმა მეკარემ ორი გოლი გაუშვა, თუმცა მისი შეცდომა არცერთში არ ყოფილა.
გიორგის ბევრი საქმე არც ჰქონია, მან 3 სეივი გააკეთა და მატჩის შემდეგ 6.6 შეფასება დაიმსახურა.





