კოპა დელ რეის ნახევარფინალურ შეხვედრაში “ვალენსიამ” “ბილბაო” მინიმალური სხვაობით 0:1 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
აღნიშნულ შეხვედრაში “ღამურების” კარს ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იცავდა.
შეხვედრის შემდეგ 21 წლის მეკარემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც კომენტარებში ილაიშ მორიბა გამოეხმაურა:
”რა მოთამაშეა..” – წერს ილაიშ მორიბა.

ახალგაზრდა ნახევარმცველმა ასევე კომენტარებში საქართველოს დროშის ემოჯები დაწერა.

ცნობისთვის, მორიბა “ბარსელონას” აღზრდილია და სეზონის დასაწყისში “ლაიპციგმა” უფასოდ დაიმატა. 19 წლის ნახევარმცველს გერმანიაში დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ვალენსიას” 6-თვიანი იჯარით შეუერთდა.








