კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში ქართველების ანორთოსისმა ერთ-ერთი აუტსაიდერი ეთნიკოსი საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა.
გოლი მე-18 წუთზე მის მიერვე მოპოვებული პენალტით გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 9 გოლია.
ანორთოსისმა ორი მარცხის შემდეგ გაიმარჯვა, 33 ქულით მე-4 ადგილზეა და 11 იანვარს სტუმრად “ოლიმპიაკოსს” შეხვდება.







