„მე როგორც ვიცი, ახლა შემოთავაზება ქეცბაიას ჰქონდა“, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაცემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაცია მთავარი მწვრთნელის პოსტზე მის კანდიდატურას არ განიხილავს.
„ჩემს შესახებ გადაწყვეტილება (ფეხბურთის ფედერაციაში) ხუთი წლის წინ მიიღეს და ეს თემა აქტუალური აღარ არის. მე როგორც ვიცი, ახლა შემოთავაზება ქეცბაიას ჰქონდა. რომ გადავხედოთ, ქართულ კლუბებში და ნაკრებებში ყველაზე კარგი შედეგები ქართველ მწვრთნელებს აქვთ – ნოდარ ახალკაცს, ალექსანდრე ჩივაძემ გუნდი შესარჩევ ციკლში მესამე ადგილზე გაიყვანა, ხოლო გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით „დინამო“ უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა“, – განაცხადა ცხადაძემ გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ამ დრომდე მთავარი მწვრთნელის გარეშეა. ვლადიმირ ვაისმა თანამდებობა 2020 წლის ნოემბერში, ერთა ლიგის ფლეი-ოფში წარუმატებელი თამაშების შემდეგ დატოვა.
რაც შეეხება თემურ ქეცბაიას, ის 2019 წლიდან ფამაგუსტას „ანორთოსისში“ მუშაობს. 2010-2014 წლებში კი საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა.








