საქართველოს ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პლატფორმა Setanta Sports Georgia-სთან ინტერვიუში მის გარშემო განვითრებულ მოვლენებსა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„შესაძლოა რაღაც პერიოდში ნამდვილად იყო ეს ფსიქოლოგიური წნეხი. ერთიანად ბევრ რამეზე ვფიქრობდი, მაგრამ მალევე გავიაზრე, რომ ეს ფიქრები ჩემზე კარგად არ იმოქმედებდა. ახლა თავს იდეალურად ვგრძნობ და ფსიქოლოგიურადაც მზად ვარ, რომ ახალი სეზონიდან გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი, დავეხმარო გუნდს და ასევე, ჩემს ინდივიდუალიზმში შევცვალო ბევრი რამე.
გასულ ზაფხულში განვითარებულმა მოვლენებმა ჩემზე რაღაც დოზით ზეგავლენა მოახდინა, მაგრამ ახლა ამაზე აღარ ვფიქრობ. ჩემი საქმე არის ფეხბურთის თამაში. არის ხალხი, ვისი საქმეცაა ტრანსფერზე მუშაობა და 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ მოვა ის დრო, როცა გუნდს შევიცვლი და უფრო დიდი ფეხბურთისკენ წავალ“, – განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.








