ის ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადების 9-გზის გამარჯვებულია. ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე მაია ჩიბურდანიძე, რომელმაც უმაღლესი მწვერვალები დაიპყრო.
ის ასევე ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია. მან ეს ტიტული 17 წლის ასაკში მოიპოვა, როდესაც 1978 წელს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ასევე მსოფლიო ჭადრაკის დედოფალი ნონა გაფრინდაშვილი დაამარცხა.
მას საერთაშორისო დიდოსტატის წოდება 16 წლისას მიენიჭა, რაც ასევე უნიკალური შემთხვევაა.
მაია ჩიბურდანიძე საჭადრაკო ოლიმპიადებზე ყოველთვის პირველ დაფაზე თამაშობდა და ჩატარებული 167 პარტიიდან მის ანგარიშზე125,5 ქულაა.
2019 წელს, თბილისში გაიხსნა მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლა, სადაც სწავლება მის მიერ დანერგილი მეთოდით მიმდინარეობს.
17 იანვარს, ლეგენდარულ მაია ჩიბურდანიძეს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა.







