ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სამხედრო მოქმედებების გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს.
“FIDE ომის წინააღმდეგია და ასევე გმობს სამხედრო საშუალებების ყოველგვარ გამოყენებას პოლიტიკური კონფლიქტების მოსაგვარებლად… რუსეთსა და ბელორუსში FIDE-ს საჭადრაკო შეჯიბრებები და ღონისძიებები აღარ გაიმართება“ , – წერია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ სანქცირებული პირები არ იქნებიან მიწვეული ოფიციალურ ღონისძიებებზე და მათ არ ექნებათ საპატიო ან ოფიციალური თანამდებობის დაკავების უფლება FIDE-ში.








