ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, მაია ჩიბურდანიძე დღეს 61 წლის გახდა.
მან ჭადრაკის თამაში ქუთაისში დაიწყო. მისი დებიუტი ბრაშოვში ქალთა საერთაშორისო ტურნირზე შედგა. 1976 წელს მაია ჩიბურდანიძემ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო. 17 წლის ასაკში კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 1978 წელს მან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი 8,5:6,5 დაამარცხა.
2019 წლის 5 სექტემბერს თბილისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო აკადემია საზეიმოდ გაიხსნა.






