ევროპის საჭადრაკო კავშირმა რუსეთი და ბელარუსი მოკვეთა. აღნიშნულ ინფორმაციას ECU-ს პრეზიდენტი, ზურაბ აზმაიფარაშვილი ავრცელებს.
“მივიღეთ ძალიან რთული და მტკივნეული გადაწყვეტილება რუსეთისთვის და ბელარუსუსთვის ECU-ში წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ აგრესორის სრული იზოლიაცია ცივილური სამყაროდან არის რეჟიმების შეცვლის ერთადერთი საშუალება ქვეყნის შიგნით. მესმის, რომ ჩვენი კოლეგები რუსეთიდან და ბელარუსიდან პირდაპირ არ მონაწილეობენ ომში, მაგრამ მათი უმოქმედობით სარგებლობენ პუტინი და მისი ამფსონები და მათი ვალია ყველანაირად წინ აღუდგნენ 21 საუკუნის ფაშიზმს”, – ამბობს აზმაიფარაშვილი.








