ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. 20 წლის ლაშა ბექაური, რომელიც ბოლოს დოჰას მასტერსის გამარჯვებული გახდა, 25 წლის ბექა ღვინიაშვილს შეხვდა და სუფთა გდებით დაამარცხა.
ბექაური თავდაპირველად ვაზარით დაწინაურდა და შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე უკვე იპონით გაიმარჯვა.
შესაბამისად, 90 წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტებმა ორი უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვეს: ლაშა ბექაური – ოქრო, ბექა ღვინიაშვილი – ვერცხლი.







