ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში ვარჯიშის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბრწყინვალე ფიზიკურ კონდიციებშია და ახალი მწვერვალების დასაპყრობად ემზადება.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, გასულ წელს ფინალში გერმანელი, ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ლაშას თქმით მისი მიზანია, რომ ოლიმპიური თამაშები 4-ჯერ მოიგოს.