ისეთი პირი უჩანს, რომ „მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგის ჩემპიონობას ვერც წლეულს შეეცილება ვერავინ. „ქალაქელები“ სატურნირო ცხრილის სათავეში 59 ქულით მყარად იმყოფებიან და მდევარ „ლესტერს“ სოლიდური სხვაობით უსწრებენ.
პეპ გვარდიოლას გაწრთვნილებმა პრემიერლიგის მორიგ ტურში „არსენალი“ სტუმრად 1:0 დაამარცხეს. გოლი რახიმ სტერლინგმა მატჩის დებიუტშივე გაიტანა.
გამარჯვება გამარჯვებად, მაგრამ „მანჩესტერ სიტიმ“ თან ისტორიული შედეგიც დააფიქსირა. „ქალაქელებმა“ ინგლისის ჩემპიონატში გასვლითი მატჩი ზედიზედ მეთერთმეტედ მოიგეს, რაც სარეკორდო გამოდგა. პრინციპში, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ „სიტიმ“ არა რომელიმე სხვა გუნდის რეკორდი კი არ მოხსნა, არამედ საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა.
“საუთჰემპტონი”, “არსენალი”, “ჩელსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელტენჰემი”, “ვესტ ბრომვიჩი”, “ბარნლი”, “ლივერპული”, “სუონსი”, “ევერტონი” და ისევ “არსენალი” – ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებსაც “მანჩესტერ სიტიმ” ბოლო პერიოდში სტუმრად მოუგო.





