რუსეთის პრეზიდენტი და მისი მინისტრთა კაბინეტის წევრები ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებას ვერ შეძლებენ.
გადაწყვეტილება საერთაშორისო სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსა და რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს დავის შედეგად მიიღო.
აკრძალვა გულისხმობს როგორც ოლიმპიური თამაშებს, ისე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს. ამასთან, აკრძალვა რუსეთის ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ რუს სპორტსმენებს ყველა საერთაშორისო ტურნირზე ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა.





