24 ივლისს ოლიმპიური თამაშები აიღებს სტარტს. პირველივე დღეს საქმეში ჩვენი ძიუდოისტები ჩაერთვებიან. მსოფლიო ძიუდოს ფედერაციამ წილისყრის შედეგები გამოაქვეყნა. ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია.
-52 კგ
ტატიანა ლევიცკა-შუკვანი პირველ წრეში ჰაიტელ ანესტორთან დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხევაში 1/8-ში მისი მეტოქე გამოცდილი ფრანგი, ამადინ ბუჩარდი იქნება.
-57 კგ
ეთერ ლიპარტელიანი პირველ შეხვედრაში ანგოლელ მუკუნგუის დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში მისი მეტოქე გერმანელი ტერეზა შტოლი იქნება.
-60 კგ
ლუხუმ ჩხვიმიანი განთესილთა შორის მოხვდა და პირველ წრეში თავისუფალია. მეორე რაუნდში მისი მეტოქე აზერბაიჯანელ ჰუსეინოვსა და ბრიტანელ მაკენზის შორის გაირკვევა. წარმატების შემთხვევაში მისი მეტოქე მეკთხედფინალურ სტადიაზე ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იაპონელი ნაოჰისა ტაკატო იქნება.
-66
ვაჟა მარგველაშვილიც განთესილთა შორის მოხვდა და პირველ წრეში დაისვენებს. მეორე რაუნდში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ იუკუბ შამილოვსა და გერმანელ სებასტიან საიდლს შორის გამარჯვებულს დაუხვდება. ნახევარფინალურ სტადიაზე მისი პოტენციური მეტოქე ტურნირის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ბაულ ანი იქნება.
-73 კგ
მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში თავისუფალია. მეორე წრეში მისი მეტოქე ბრაზილიელ ედუარდო ბარბოსასა და ფრანგ გუიმ შანეს შორის გამარჯვებული იქნება. მისი პოტენციური მეტოქე ნახევარფინალში ჩამგრიმ ანი იქნება.
-81 კგ
ტატო გრიგალაშვილის პირველ შეხვედრაში მგუიამელ ენდრიუს დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში ტაჯიკ მუროდოვსა ლიბანელ ელიასს შორის გამარჯვებული იქნება. მის ბადეში მოხვდა წარმოშობით ირანელი საიდ მოლაეი.
-90 კგ
ლაშა ბექაური პირველ წრეში პოლონელ პიოტრ კუჩერა დაუპირისპირდება. მეოთხედფინალურ სტადიაზე იკვეთება მისი და უზბეკი ბობონოვის გზები. წარმატების შემთხვევაში მისი პოტენციური მეტოქე ნიკოლოზ შერაზადიშვილი ან მიხაილ იგოლნიკოვი იქნება.
-100 კგ
ვარლამ ლიპარტელიანი განთესილთა შორის პირველია. მისი მეტოქე მერვედფინალურ სტადიაზე პაკისტანელ შასა და გამოცდილ ეგვიპტელ დარვიშს შორის გაირკვევა. მის ბადეშია კანადის წარმომადგენელი ელნაჰასი.
+100 კგ
გურამ თუშიშვილის პირველი მეტოქე ელ გრანადასა და ტაჯიკ რახიმოვს შორის გაირკვევა. წარმატების შემთხვევაში, მისი და ტურნირის მთავარი ფავორიტის ტედი რინერის გზები ნახევარფინალურ სტადიაზე გადაიკვეთება.





