საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ოლიმპიური თამაშების ახალი დევიზი ,,უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ – ერთად” იქნება. ძველი სლოგანი კი ასე ჟღერდა – ,,უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ”.
,,ახალი დევიზი ჩვენს დროს უნდა მოერგოს. საერთო ძალისხმევა უფრო სწრაფ და უფრო კარგ შედეგს იძლევა. ეს ჩვენი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. გვინდა, რომ სოლიდარობას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ,” – განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.
სამსიტყვიანი ფრაზა, რომელიც პირველად ანრი დიდონმა გამოიყენა, პიერ დე კუბერტენმა მოიწონა.ფრანგი მიიჩნევდა, რომ სწორედ ეს სიტყვები ასახვდა ყველა სპორტსმენის მიზანს. ,,citius, fortius, altius” ოლიმპიადის დევიზად 1894 წელს დამტკიცდა.








