არახალი ამბავია, რომ მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რუსულ სპორტს მკაცრი ვერდიქტი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოუტანა, რაც საერთაშორისო არენაზე ამ ქვეყნის ათლეტების 4 წლიან დისკვალიფიკაციას გულისხმობდა. გარდა ამისა, რუსეთს აეკრძალა ყველანაირი სპორტული ფორუმის მასპინძლობა.
ბუნერბივი იყო, რომ რუსული მხარე ამ სასჯელს ასე არ დატოვებდა და საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივრეს, რამაც გარკვეულწილად ნაყოფი გამოიღო. CAS-მა ვერდიქტი ნაწილობრივ შეამსუბუქა.
კერძოდ, დისკვალიფიკაციის ვადა 2 წლამდე შემცირდა, თუმცა სერიოზული შეზღუდვები მაინც ძალაში დატოვა. მაგალითად, 24 თვის მანძილზე, რუსი სპორტსმენები ყველანაირ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრზე საკუთარი ქვეყნის და ჰიმნის გარეშე გავლენ, მათ შორის ტოკიოს ზაფხულის, პეკინის ზამთრის ოლიმპიადებზე და ასევე ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში. გარდა ამისა, ძალაში დარჩა სპორტული ტურნირების მასპინძლობის აკრძალვაც. 2022 წლის 16 დეკემბრამდე, რუსეთში ვერცერთი საერთაშორისო შეჯიბრი ვერ გაიმართება.
მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ დაწესებული სასჯელი არ ეხება უეფას. აქედან გამომდინარე, რუსეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჩვეულებრივ ითამაშებს. უფრო მეტიც, სანქტ-პეტერბურგი ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელი ქალაქად დარჩება. ისიც არ არის გამორიცხული ქვეყანამ ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც უმასპინძლოს.





