ლა ლიგაში “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ დიდი ხნის შემდეგ, ხოსე ბორდალასმა “ვალენსიის” კარი გიორგი მამარდაშვილს ანდო. ქართველმა მეკარემ, რამდენიმე ეფექტური სეივებიც შეასრულა და კარი მშრალად შეინახა.
მატჩის შემდეგ, ესპანურმა გამოცემა, Plazadeportiva-მა “მამარდას” სტატია მიუძღვნა.
“ლა ლიგაში გამართულმა ბოლო მატჩმა მამარდაშვილის პოზიციები უფრო მყარი გახადა. ქართველმა მეკარემ სეზონი სასტარტო თერთმეტეულში დაიწყო, თუმცა დაშვებულმა შეცდომებმა კარში ნიდერლანდელი მეკარე დააბრუნა.
“ვალენსიის” დაცვის ფონზე, სილესენი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, სახარბიელო შედეგები მას არ ჰქონია. ქართველმა მეკარემ კარი მშრალად 3 შეხვედრაში შეინახა და 7 მატჩში ამდენივე გოლი გაუშვა”, – წერს ესპანური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ “ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილი დეკემბრის ბოლოს, “დინამო თბილისიდან” ოფიციალურად გამოისყიდა.





