ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა, ვაჟა მარგველაშვილმა ქართულ დელეგაციას პირველი მედალი მოუტანა.
27 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალურ შეხვედრაში სამხრეთ კორეელი ბაულ ანი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. საგულისხმოა, რომ მისი მეტოქე მოქმედი ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი იყო.
შესაბამისად, ფინალში გასვლით მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი გაინაღდა და ოქრომდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება.
ცნობისთვის, ქართველო ძიუდოისტის მეტოქე იაპონელი ჰიფუმი აბე იქნება.





