საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი ნახევარფინალში გავიდა.
ვაჟამ პირველ წრეში დაისვენა, 1/8 ფინალში ანგოლელი მეტოქე დაამარცხა, 1/4 ფინალში კი ისლაჰ რამირეზი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
დღეს ვაჟასთან ერთად, ჯაბა პაპინაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი ასაპრეზობენ. ლაშამ ნახევარფინალში გააღწია, ჯაბა კი მეოთხედფინალშია.
ვაჟა მარგველაშვილის მეტოქე ნახევარფინალში მონღოლი ბაშკუ იონდონპერენლეი იქნება.





