ნიდერლანდების ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგური მატჩი საქართველოსთან გამართა და მარტივად – 3:0 გაიმარჯვა. ნარინჯისფერები მომდევნო შეხვედრას უკვე 13 ივნისს, ევრო 2020-ის ფარგლებში უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
ჯვაროსნებთან გასეირნების შემდეგ ცხადია თავისი შეგირდების თამაშით კმაყოფილი იყო ნიდერლანდელთა თავკაცი ფრანკ დე ბური.
„მეტოქეს მატჩის სტარტზე გოლის გატანის იდეალური შანსი მიეცა., თუმცა ცუდად არც ჩვენ დაგვიწყია. ევროპის ჩემპიონატზე, ასეთი მომენტები როგორიც საქართველოს ნაკრებს სწრაფი კონტრეშეტევის სახით ჰქონდა მაქსიმალურად უნდა აღმოვფხვრათ.
ჩვენი ამოცანა იყო მეტოქის ნახევარზე რაოდენობრივად მეტნი ვყოფილიყავით. ასევე გვსურდა ფლანგის მცველები შეგვეზღუდა. ვიცოდი, რომ საქართველოს ნაკრები ზოგადად 4-3-3 ტაქტიკით თამაშობს, თუმცა დღეს სხვანაირად იყო. მეტოქე ცდილობდა მწვავედ შემოეტია.
ვფიქრობ, ათვისებული სივრცეები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა, თუმცა საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ. ახლა დასასვენებლად ერთი კვირა გვაქვს, შემდეგ კი უკვე ევროპის ჩემპიონატი იწყება“ – აღნიშნა ფრანკ დე ბურმა.





