ფრანკ დე ბურმა ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს და როგორც ირკვევა, მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
52 წლის სპეციალისტმა ნიდერლანდების ნაკრები გასული წლის შემოდგომით ჩაიბარა. ახლახან გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 1/8-ფინალში დაასრულა, სადაც ჩეხეთთან ანგარიშითი 0:2 წააგო. მანამდე “ნარინჯისფრებმა” ჯგუფში სამივე მატჩი მოიგეს.





