ბოლო ხანს, ბეძნულ და კვიპროსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა „პაოკის“ ქართველმა ლეგიონერმა კლუბი შეიცვალოს და „ანართოსისში“ გადავიდესო. საუბარია არა ყიდვაზე, არამედ იჯარის წესით განათხოვრებაზე. თუ ეს საქმე მოკვარახჭინდა, მაშინ ნიკა ნინუა თემურ ქეცბაიას რაზმს საწყის ეტაპზე 6 თვით შეუერთდება.
ამის შესახებ „პრაიმსპორტმა“ თავის დროზე გაცნობათ. ჩვენი ბერძენი კოლეგები ამ თემას ისევ მიუბრუნდნენ და ცინცხალი ამბებიც გაავრცელს.
კერძოდ, სალონიკური კლუბი ქართველ ლეგიონერთან ასე ერთ ხელის მოსმით შელევას არ აპირებს და დასაფიქრებლად დრო მოითხოვესო. „პაოკის“ მთავარი მწვრთნელი პაბლო გარსია არ ჩქარობს და გადაწყვეტილებას უახლოეს ხანებში მიიღებს.
ნიკა ნინუა „პაოკში“ თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. თავდაპირველად ქართველი ფეხბურთელი თითქოს სტამბოლის „ბეშიქთაშს“ სურდა, მაგრამ საბოლოოდ ბერძნულ კლუბში აღმოჩნდა. სამწუხაროდ, 21 წლის ქართველ ლეგიონერს „პაოკში“ დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა და უმთავრესად სათადარიგოთა სკამზეა. მან ჯამში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და რაც მოასწრო საჯარიმო დარტყმით ერთი მშვენიერი გოლის გატანა იყო.
რაც შეეხება „ანართოსისს“, თემურ ქეცბაის გუნდი საახალწლო არდადეგებზეა. კვიპროსული გუნდი ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.








