ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
ფაბრიციოს Twitch-ის პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა მომხმარებელმა 20 წლის ქართველის შესახებ ჰკითხა, რაზეც მისი პასუხი ასეთი იყო.
“3 თვის წინ შევხვდი ერთ ადამიანს, რომელმაც მითხრა: “ფაბრიციო, შეხედე ხვიჩას”. ვნახე მისი თამაში და შემიძლია ვთქვა, რომ კლუბი, რომელიც კვარაცხელიას დაიმატებს, მიიღებს ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს. მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა,” – თქვა იტალიელმა ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით არაერთი გუნდია დაინტერესებული. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ბოლოს მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” დაუკავშირეს.








