პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ბერნარდუ სილვამ შეიძლება მანჩესტერ სიტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს.
ესპანური, ფრანგული და იტალიური კლუბები 26 წლის ნახევარმცველის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ.
Telegraph აღნიშნავს, რომ სიტი პორტუგალიელს გაუშვებს, თუ ის გუნდის შეცვლას გადაწყვეტს. ბოლო სეზონი მისთვის არც თუ ისე კარგი გამოვიდა და მის მიმართ გუარდიოლას ნდობა შემცირდა.
სილვას მიმართ ადრე ბარსელონა იყო დაინტერესებული, თუმცა ახლა კატალონიური კლუბი ბერნარდოს პოზიციაზე ახალი მოთამაშის დამატებას აღარ აპირებს.
ნახევარმცველი მანჩესტერ სიტიში 2017 წლიდან თამაშობს, ის მანამდე მონაკოს რიგებში გამოდიოდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.








