ინგლისის და ზოგადად ევროპის ერთ-ერთი გრანდი, „მანჩესტერ სიტი“ საოცარ სვლას განაგრძობს. ამჯერად მათ პრემიერლიგის მორიგ ტურში შინაურ კედლებში „ვესტ-ჰემს“ 2:1 აჯობეს.
გასაკვირი და სენსაციური ამ ფაქტში არაფერია. „ქალაქელები“ უპირობო ფავორიტები იყვნენ და შესაძლოა ბევრი სულაც დიდი ანგარიშით მოგებას ელოდა, თუმცა მთავარი ხომ მაინც შედეგია.
„მანჩესტერ სიტის“ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის მორიგ ჩემპიონობას ალბათ ვერავინ შეეცილება, მაგრამ ახლა სხვა მხრივ გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება. პეპ გვარდიოლამ მეტად შთამბეჭდავ შედეგი დააფიქსირა
მოკლედ, საქმე იმაშია, რომ „მანჩესტერ სიტის“ თავკაცის რანგში ესპანელმა სპეციალისტმა მე-200 გამარჯვება მოიპოვა და ამისთვის მას 273 მატჩი დასჭირდა.
ეს მართლაც ისტორიული მაჩვენებელია. პეპ გვარდიოლა პრემიერლიგის ისტორიაში გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ამ რაოდენობის გამარჯვება ასე მოკლე დროში მოახერხა.








