ინგლისის პრემიერლიგის მორიგი ტურის ცენტრალური მატჩი „ეტიჰადზე“ გაიმართა, სადაც „მანჩესტერ სიტი“ თანაქალაქელ და მოსისხლე მტერთად „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 0:2 დამარცხდა. წითელმა ეშმაკებმა „ქალაქელებთან“ სხვაობა კი შეამცირეს, მაგრამ მაინც სოლიდურად ჩამორჩებიან.
„სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მეტოქის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა და სულშერის გუნდის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„მანჩესტერ იუნაიტედმა იდეალური მატჩი ჩაატარა. მეტოქე ყველა კომპონენტში მაღალ დონეზე გამოიყურებოდა. განსაკუთრებით პრესინგის მხრივ და კონტრშეტევებზეც შესანიშნავად გადადიოდა.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ დღეს არ გაგვიმართლა. არაერთი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ.
21 მატჩიანი მოგებათა სერია მანჩესტერ იუნაიტედთან შეწყდა. მეტოქეს ვულოცავ გამარჯვებას. ეს მათ ნამდვილად დაიმსახურეს.
ეს ფეხბურთია და ყოველთვის ვერ მოიგებ, მაგრამ ჩვენი მიდგომა არ შეიცვლება. ეს მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება“ – აღნიშნა პეპ გვარდიოლამ.





